Ukraine’s just responses to all Russian strikes against our people. Over the past day, our warriors struck four targets that help Russia finance and wage its brutal war – two oil facilities and a training ground in the Perm, Samara, and Astrakhan regions. There was also a response in the Black Sea.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 7, 2026
უკრაინამ დაადასტურა სოჭის მახლობლად, შავ ზღვაში ტანკერზე თავდასხმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა:
„ამ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა დაარტყეს ოთხ სამიზნეს, რომლებიც რუსეთს მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში ეხმარება“.
ამ სამიზნეებს შორის მან დაასახელა ორი ნავთობობიექტი და პოლიგონი პერმის მხარეში, სამარისა და ასტრახანის ოლქებში.
„ასევე არის პასუხი შავ ზღვაშიც“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, თუმცა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა სამიზნეზე იყო საუბარი. მიუხედავად ამისა, გამოქვეყნებულ განცხადებას თან ახლავს კადრები, რომლებიც გუშინ გავრცელდა სოჭის სანაპიროდან.
6 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები სოჭის სანაპიროდან, ვიდეოებში ჩანდა ზღვაში ცეცხლმოკიდებული ტანკერი.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უეკიპაჟო კატარღებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Aframax Rio-ს შეუტიეს. ხელისუფლების მტკიცებით, ეკიპაჟის გადარჩენა მოხერხდა.
ტანკერი Aframax Rio უკრაინის მიერაა სანქცირებული.
