ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა.

„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს უკვე ჰყავს ორი ვიცე-პრემიერი, ირაკლი ჩიქოვანი და მაკა ბოჭორიშვილი. შესაბამისად, მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნით კი მას ვიცე-პრემიერი ეყოლება.