დღეს, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის, გამოსახლება იყო დაგეგმილი.
როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, კახა კუკავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, 2018-19 წლებში კერძო პირმა აღნიშნული ბინა 24 000 ლარად აუქციონზე იყიდა, ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი $45 000-ს ითხოვს.
ეკატერინე მაღალაშვილის თქმით, 2015 წელს მისმა ოჯახის წევრებმა იპოთეკური სესხი აიღეს, ვალის გადაუხდელობის გამო კი 2018-19 წლებში ბინა აუქციონზე გაიყიდა.
კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბინა სამი თვით დაიკეტება, მარტოხელა დედამ კი ამ ვადაში ახალ მესაკუთრეს $45 000 უნდა გადაუხადოს.
ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია.
