„ტვ პირველში“ საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებებია.

მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი წერს, რომ ის ტელევიზიის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, დირექტორობის ახალი კანდიდატი კი ლევან ჯორბენაძეა. ჯორბენაძე მანამდე „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იყო.

“ლელოში” აცხადებენ, რომ ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა “ძლიერი საქართველო – ლელო” სტრატეგიულ კომუნიკაციებს (სტრატკომს) და ის თვეზე მეტია პარტიაში აღარ მუშაობს.

„TV პირველის” მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.
მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა. ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედია სტანდარტის დანერგვის დრო“, — წერს ვატო წერეთელი.

მისი თქმით, შეიქმნა „TV პირველის“ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე უხელმძღვანელებს.

საბჭოში შედიან:

  • ირაკლი მელაშვილი
  • დოდო შონავა
  • გიორგი მშვენიერაძე
  • გია ხუხაშვილი
  • დავით ძიძიშვილი
  • ირაკლი აფაქიძე
  • ზაალ უდუმაშვილი
  • ინგა გრიგოლია
  • თამარ ჯინჭარაძე.

„ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ „TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი — ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, — წერს ვატო წერეთელი.