სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აგვისტოში კიდევ 6 ათასით 570 ათასამდე შემცირდა, იანვართან შედარებით კი ბაზას 140 000 ადამიანი მოაკლდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წელი ფაქტობრივად სულ იზრდებოდა (2023 წლის გარდა), 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი მათი რაოდენობა მკვეთრად, 20%-ით შემცირდა.

სოციალური შემწეობა არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფინანსური დახმარების მექანიზმი. მისი მიზანია, მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რათა მათ შეძლონ მინიმალური სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილება. სისტემის ბენეფიციარები ორ ჯგუფად იყოფიან,

  1. საარსებო შემწეობის მიმღებები – ანუ ისინი, ვისაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, პირდაპირ ეკუთვნის დახმარების მიღება;
  2. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეები – ანუ ისინი, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. სოცდახმარების მიმღებთა ნაწილი შრომის ბაზრიდან სრულად იყო გასული და იმის შიშით რომ სოცდახმარება არ მოხსნოადათ, სამსახურის ძებნას თავს ანებებდნენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე დაბრუნების წასახალისებლად, მათ 4 წლის განმავლობაში დახმარების გარანტირებულად შენარჩუნება შესთავაზეს.

8 თვეში პირდაპირი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 10%-ით, ხოლო პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 38%-ით შემცირდა. ამასთან ივლის-აგვისტოში პირდაპირი დახმარების მიმღებთა რაოდენობა, წინა თვეების კლების შემდეგ, თითქმის 17 ათასით გაიზარდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 2026 წელს

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

2019 წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას 427 ათასი პირი იღებდა. პანდემიის დროს ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, შესაბამისად ბაზას ახალი წევრები ემატებოდა, ძველი კი არ აკლდებოდა. 2022 წელს დასაქმების წამახალისებელი  4-წლიანი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. 2025 წელს დახმარების მიმღებთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. 2026 წლიდან კლება დაიწყო.

ასევე 2026 წლიდან სოცდაუცველთა დასაქმების “ფიქტიური პროგრამა” გაუქმდა, რაზეც 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 407 მლნ ლარი დაიხარჯა.  სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა გახდა. ეს პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდებოდა. საუბარია პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სკოლებში დარაჯებისა და სასაფლაოზე დამლაგებლების რაოდენობამ არაავთენტურად მოიმატა. ერთ-ერთ სოფელში ტანკსაც კი ალაგებდნენ. 2026 წელს პროგრამა დაიხურა. ქართულ ოცნებაში აღიარეს, რომ დასაქმება ფიქტიური იყო.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 2026 წელს

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალურ დახმარებების მიმღებთა რაოდენობის ზრდას ოპოზიცია ხშირად არჩევნებს უკავშირებდა, რასაც ქართული ოცნება მუდმივად უარყოფა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის კლება შეიძლება ორნაირად იქნას გაგებული:

  1. ადამიანები სიღარიბიდან ამოვიდნენ და შემწეობა აღარ ესაჭიროებათ;
  2. ადამიანები ისევ სიღარიბეში რჩებიან, მაგრამ მათ სახელმწიფო აღარ ეხმარება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ 7.9%-ით გაიზარდა, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა პირველ კვარტალშიც შემცირდა და მეორეშიც. რეალური ხელფასიც, ინფლაციის გათვალისწინებით მეორე კვარტალში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.

ამავე თემაზე გირჩევთ

საქართველოში უმუშევრობა მცირდება, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება. რატომ?