ახალი ამბები

პირველი ივნისიდან სოცდაუცველი ბავშვები თვეში 150 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

18 აპრილი, 2022 • 1398
პირველი ივნისიდან სოცდაუცველი ბავშვები თვეში 150 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 18 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

„ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი, და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, ანუ თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს. ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება ჯამური ბიუჯეტი, ასევე, ეს დახმარება მომავალ წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი