საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის მხოლოდ ორი პარტია დარეგისტრირდა.

ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა მათი მათი საარჩევნო ნომრები:

  • №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო”
  • №41 – „ქართული ოცნება“

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დასრულებულია და სხვა პარტიებს ცესკოსთვის არ მიუმართავთ.

არჩევნებში მონაწილე პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისთვის ვადა 3 სექტემბრამდე აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.