ფოტო: Beso Schönhardt

ადვოკატი თორნიკე ჯანელიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში საქართველოს თავისი გადაწყვეტილებით დატოვებს. მისი თქმით, ბილეთის შეძენის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტიდან უწყების წარმომადგენლები მას აეროპორტში გადაიყვანენ.

უნგრელი ჟურნალისტი გუშინ, 5 აგვისტოს დააკავეს. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჟურნალისტი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება:

„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე“, – აცხადებს შსს.

უფლებადამცველ მარიკა არევაძის ინფორმაციით, როცა ჟურნალისტს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებოდა, იურიდიული დახმარებისთვის მას მიმართა, მან შეიტანა განაცხადი ვადის გაგრძელებაზე და ამ მომენტში საკითხს სასამართლო განიხილავს.

ფოტო: Beso Schönhardt