სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი Facebook-ზე მედიის გვერდის წაშლას უკავშირებს მათ ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც საქართველოში მოქმედ ქოლცენტრებს ეხება.
ქოლცენტრების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო.
„ეს არის მესამე შემოტევა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ეხება [ჟურნალისტური გამოძიება], ახალი მეთოდები ისწავლეს ჩვენთან ბრძოლის და გამკლავების…
მალე უნდა დაიდოს სკამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება. უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ, ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება“, – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა „ტვ პირველთან“.
