შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს წერს, რომ გამოძიების თანახმად, თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – წერს სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.