ბაქოს სასამართლომ ტიკტოკერი სანურ აზიზოვი ინტერნეტში “არაეთიკური ქცევის” გამო 8 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ერთი დღით ადრე ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 10 დღით დააპატიმრეს ბლოგერი მიუჟგან მამედზადეც.

გამოძიების ვერსიით, აზერბაიჯანში დააკავეს ტიკტოკერი, რომელიც სოციალურ ქსელებში საზოგადოებისადმი უპატივცემულობას ავლენდა, არაეთიკურად იქცეოდა და ატარებდა პირდაპირ ეთერებს, რომლებიც, სამართალდამცველების შეფასებით, მორალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

1987 წელს დაბადებული სანურ აზიზოვი საბაილის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. მას აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.1 მუხლით წაუყენეს ბრალი. საბაილის რაიონულმა სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ერთი დღით ადრე დააკავეს 1992 წელს დაბადებული ტიკტოკერი მიუჟგან მამედზადეც. მის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი ამჯერად აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.2 მუხლით შედგა. ბაქოს საბუნჩის რაიონულმა სასამართლომ მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

27 ივლისს ბაქოში ასევე 10 დღით დააპატიმრეს ტიკტოკერი მაგსად ბაგიროვი. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი ინტერნეტში არაეთიკური ქცევის ბრალდებით შეადგინეს.

აზერბაიჯანში ბლოგერი „არაეთიკური ქცევის“ ბრალდებით დააკავეს