სასამართლოში 4 ოქტომბრის კიდევ ერთ საქმეზე დასრულდა განხილვა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, დღეს, 22 ივნისს, განაჩენი გამოუცხადა ზურა ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს.

ზურა ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა, რისი სურვილიც მან დღეს გამოხატა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს სურვილი მანამდე უნდა გამოეხატა.

  • ზურა ჭავჭანიძე — პატიმრობა 5 წლით
  • ვლადიმერ გველესიანი — პატიმრობა 5 წლით
  • ამირან დოლიშვილი — პატიმრობა 5 წლით
  • ანტონ ვარდანიძე — პატიმრობა 5 წლით
  • ალექსანდრე ჩილაჩავა — პატიმრობა 5 წლით
  • გენადი კუპრეიშვილი — პატიმრობა 5 წლით
  • სულხან ტუღუში — პატიმრობა 5 წლით
  • რამაზ მამულაძე — პატიმრობა 5 წლით

4 ოქტომბრის 5 ნაწილად გაყოფილ საქმეებზე ეს უკვე მესამე განაჩენია. პირველი განაჩენი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 7 მაისს გამოიტანა. გასულ პარასკევს, 19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება. ამავე კვირაში გამოიტანენ განაჩენს დარჩენილი ორი საქმის მოსამართლეები, თამარ მჭედლიშვილი და თამარ მახარობლიძე.