მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, 20 ივლისის ჩათვლით, MyCellfie აპში, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა “სელფის” სპორტულ ვიქტორინაში. მონაწილეობა სრულიად უფასოა და სამი გამარჯვებული სუპერპრიზით, PS5-ით დაჯილდოვდება!
როგორ ჩავერთო თამაშში?
- შედი MyCellfie აპლიკაციაში
- აირჩიე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
- გაიარე ავტორიზაცია შენი ნომრითა და ერთჯერადი SMS კოდით
მნიშვნელოვანია: თითოეულ ნომერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პროფილის შექმნა. მანიპულაციის ან რამდენიმე ანგარიშის გახსნის მცდელობა გამოიწვევს გათამაშებიდან დაბლოკვას.
პრიზები და თამაშის წესები:
სელფის სპორტული ვიქტორინა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და პრიზის მოგება ყოველდღეა შესაძლებელი:
- ყოველდღიური მატჩები: გააკეთე სწორი პროგნოზი, მატჩების წინა დღეს, ყოველდღიურ თამაშებზე და მიიღე 200 MB ინტერნეტი ყოველ სწორ პასუხზე
- მთავარი პროგნოზი: აირჩიე ვინ გახდება წელს მსოფლიო ჩემპიონი და მიიღე 5GB ინტერნეტი 1 თვით, მსოფლიოს დასრულების შემდეგ. სწორი პასუხი დამატებით 500 ქულასაც მოგიტანს.
ქულების დაგროვება და მთავარი მარათონი:
ყოველდღიური პროგნოზებით (მიუხედავად იმისა, გამოიცნობ თუ არა) აგროვებ ქულებს:
- გამოცნობის შემთხვევაში: 20-დან 500 ქულამდე
- არასწორი პროგნოზებით მოიგებ: 5-დან 50 ქულამდე
- ქულების ოდენობა დამოკიდებული იქნება მატჩის კვალიფიკაციაზე. მაგ: ჯგუფურ ეტაპზე, სწორი პროგნოზი დაჯილდოვდება 20 ქულით, ხოლო არასწორი 5-ით. ნახევარფინალში კი სწორი პასუხი 300 ქულას მოგიტანს, არასწორი – 50-ს.
ფინალური ჯილდოები ტოპ-მოთამაშეებისთვის:
ვიქტორინის დასრულებისას, რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულის მქონე მომხმარებლები დასაჩუქრდებიან:
- ტოპ-3 ლიდერი საჩუქრად მიიღებს Sony PlayStation 5-ს.
- ტოპ-10 ლიდერი მიიღებს 1-წლიან სრულად ულიმიტო პაკეტს (ყველაფერი ულიმიტო).
თუ რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი ქულა დაუგროვდება, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდა და ჩაერთო თამაშში.
დამატებითი პირობები:
- ინტერნეტ პრიზები ნომერზე ავტომატურად დაგერიცხება მატჩის დასრულებიდან 48 საათში. მოგებული ბონუსების ქეშად კონვერტაცია ან სხვა ფორმით გაცვლა დაუშვებელია.
- PlayStation 5-ის მისაღებად, გამარჯვებული უნდა ეწვიოს სელფის ცენტრალურ ოფისს პირადობის მოწმობითა და სათამაშოდ გამოყენებული ნომერით.
