სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამმართველო ავრცელებს.
“საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა ყურბან-ბაირამის დღესასწაული. მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, ისევე როგორც რეგიონული საკითხები”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
