სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამმართველო ავრცელებს.

“საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა ყურბან-ბაირამის დღესასწაული. მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, ისევე როგორც რეგიონული საკითხები”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის შესაბამისად, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება და გადადგმულია ნაბიჯები პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისკენ.

“მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს და აღნიშნა, რომ ანკარა ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს”.

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა