თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის საგარეო უწყების თანახმად, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. ანკარის განცხადებითვე, თურქეთი კვლავაც შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარებას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed