აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

ტრამპი წერს, რომ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, „სომხეთს ძლიერ, მდიდარ და უსაფრთხო ქვეყნად აქცევს“ და სრულად იზიარებს მის ხედვას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ.

აქვე იგი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა ხნის წინ სომხეთში იმყოფებოდა, სადაც მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებაზე იმუშავეს.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მალე აშშ და სომხეთი ერთობლივად დაიწყებენ „Trump Route for International Peace and Prosperity“-ის პროექტს, რომელიც, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონს გარდაქმნის და ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან აშშ-მდე წვდომას გაუმარტივებს.

ამასთან, ტრამპმა ფაშინიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებისთვის. განცხადების ბოლოს მან დაწერა: „Make (Armenia) Great Again —MAGA” .