სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) სომხეთში პოლიტიკოსების მიმართ ნდობის შესახებ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც სომხური სააგენტო Armenpress წერს, გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ორი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან.
კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ნიკოლ ფაშინიანი – რესპონდენტების 27%-მა იგი პირველ პასუხად დაასახელა, 2%-მა კი – მეორე პასუხად. ჯამურად ფაშინიანის ნდობის მაჩვენებელი 29%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც პირველ პასუხად 6% ასახელებს, მეორე პასუხად კი – 3%. საერთო ჯამში, მისი მაჩვენებელი 9 %-ია.
შემდეგ მოდიან: საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი – 5%, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი – 4%, ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი – 3% და ა.შ.
სატელეფონო გამოკითხვა 5-11 მაისს ჩატარდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
