აშშ უკრაინაში სამხედრო პერსონალს გაგზავნის რეალურ საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენების შესწავლის მიზნით.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, პიტ ჰეგსეტმა, სენატის კომიტეტის მოსმენების დროს განაცხადა.

მოსმენების მიმდინარეობისას, უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა უკრაინას ომის წარმოების „სილიკონ ველი“ [მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა] უწოდა და ჰეგსეთს ჰკითხა, უჭერდა თუ არა იგი მხარს პენტაგონის წარმომადგენლების იქ გამგზავრებას გამოცდილების მისაღებად.

ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ იგი ამას მხარს უჭერს და განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა დამატებითი პერსონალის გაგზავნა.

„მე პირადად დავამტკიცე იქ [უკრაინაში] დამატებითი პერსონალის გაგზავნა, რათა მათ ისწავლონ დრონების გამოყენებით წარმოებული ბრძოლის ველიდან — როგორც თავდასხმის, ისე თავდაცვის კუთხით. ეს კეთდება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვითვისებთ ყველა შესაძლო გაკვეთილს ამ კონფლიქტიდან და მათ რეალურ დროში ვნერგავთ ჩვენს თავდაცვისა და თავდასხმის ტაქტიკაში იმ ეპოქაში, სადაც დრონების დომინირება აუცილებელია,“ — განაცხადა ჰეგსეთმა.

ჰეგსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა გაითვალისწინოს უკრაინასა და სხვა ბრძოლის ველებზე მიღებული გამოცდილება და მაქსიმალურად სწრაფად დანერგოს იგი საკუთარ შეიარაღებულ ძალებში.

ამერიკულმა გამოცემა Axios-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ წელს აშშ-მა, სავარაუდოდ, უარი თქვა უკრაინის შეთავაზებაზე, რომელიც ირანული დრონების გასანეიტრალებელი ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობდა, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ეს შეცდომა იყო.

12 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა მოამზადეს მემორანდუმის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დრონების სექტორში შესაძლო ახალი თავდაცვითი შეთანხმების პირობებს.