“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პროდუქტებზე ფასები არ გაძვირებულა. ეს განცხადება მან გააკეთა იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში მუშაობს სურსათის ფასების შემსწავლელი კომისია, რომელიც გაძვირების მიზეზებს იკვლევს.
“კომპიუტერში უყურებთ, ბატონო ირაკლი? გარეთ რა ხდება, არავინ არ გეუბნებათ?” – ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა ნატო გეგელიამ.
“კომპიუტერში არის ასახული რეალური ფასები, რაც გვხვდება მაღაზიაში. რა გაძვირდა? აბა, კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს […] 4 და 60-ად გაყიდინოთ 10 კვერცხი?! […] მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს, ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში. წაგიყვანთ მაღაზიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
