შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარტია „ლელოსთან“ სალაპარაკო არაფერი აქვს.
ასე გამოეხმაურა ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას, რომ აუცილებელია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.
„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებასთან არა აქვთ, მათ პრობლემა საქართველოს კონსტიტუციასთან აქვთ. ამიტომ, თუკი მათ რაიმესთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელიც ასე უხვად დაარღვიეს. რაც შეეხება „ლელოს“, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები არის.
ასე რომ, პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ.
პარტიებმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანეს მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება არ აღიარეს და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იარაღად იქცნენ. მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი დღეს ადამიანებითა და დემოკრატიით ვაჭრობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
