აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონები შენიშნეს.
“ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში მომხმარებლები წერენ, რომ ისმოდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები. ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი გავრცელებული არ არის.
ამავე დროს, ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობას აგრძელებს სოჭშიც, სადაც დრონების თავდასხმის გამო აეროპორტი დროებით დახურულია”.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო აპარატების შეღწევის შემთხვევები დაფიქსირდა. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ მიუახლოვდნენ დრონების ან მათი ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილებს და არ შეეხონ მათ, რადგან შესაძლოა ისინი ასაფეთქებელი ან რადიოაქტიური ნივთიერებებით იყოს აღჭურვილი.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
