პატიმრობა შეეფარდათ მამასა და შვილს, რომლებსაც ქალზე ძალადობას ედავებიან. დაზარალებული ქალი ერთ-ერთი დაკავებულის ცოლია, ხოლო მეორის – რძალი.

მამა-შვილი 19 ნოემბერს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობის გარდა ქმარი ცოლს არაერთხელ დაემუქრა მოკვლით- “დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”. რაც შეეხება მამამთილს, უწყების ცნობით, მან რძალზე მცირეწლოვანი შვილიშვილის თვალწინ იძალადა – “დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი”.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამა-შვილს 3 წლამდე პატიმრობა ელით.