რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსურ მხარდაჭერას მისი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც შეესაბამება ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს. ეს განცხადება მან გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრთან, ოლეგ ბარციცთან შეხვედრაზე.

შეხვედრის დასაწყისში ლავროვმა ბარციცს მიულოცა “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე”, რომელიც აფხაზეთში  30 სექტემბერს აღინიშნება.

„ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთის კომპლექსურ მხარდაჭერას მის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სრულიად შეესაბამება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, — განაცხადა ლავროვმა.