სომხეთი და ირანი გეგმავენ მაღალ დონეზე კონსულტაციებს, რათა განიხილონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული პროგრესი სამშვიდობო შეთანხმების პროცესში და რეგიონალური სტაბილურობის საკითხები.
როგორც „არმენპრესი“ ირანულ საინფორმაციო სააგენტო Mehr -ზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ.
პრესსპიკერის თქმით, 12 აგვისტოს გაიმართება მაღალი დონის კონსულტაციები ირანისა და სომხეთის ოფიციალურ პირებს შორის, “რათა უფრო მკაფიოდ გაიაზრონ მოვლენების განვითარება და ირანის შეხედულებები და შეშფოთებები გაუზიარონ სომხურ მხარეს”.
ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი ყოველთვის ამყარებდა მჭიდრო და კონსტრუქციულ ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის მეზობლებთან, განსაკუთრებით კი- სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
ბაღაიმ განაცხადა, რომ წინა განხილვების დროს ორივე მხარეს მოუწოდეს, სწრაფად გაეფორმებინათ სამშვიდობო შეთანხმება, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
