სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი გამოეხმაურა ვაშინგტონში ფაშინიანისა და ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ნიკოლ ფაშინიანის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს.
„არმენპრესის“ შეკითხვაზე პასუხად პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს.
„მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ.
ამ მომენტისთვის, როგორც იცით, ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა, ამიტომ, გთხოვთ, ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჩათვალოთ დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ“, – აღნიშნეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან.
„წყაროების ცნობით, პარასკევს ტრამპი თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – წერს ალექს რაუფოღლუ, ვაშინგტონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “Facebook”-გვერდზე.
ტრამპი თეთრ სახლში ფაშინიანსა და ალიევს უმასპინძლებს – ალექს რაუფოღლუ
