რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარს გმობს.
„ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად უტევს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველი ხალხს არ შეშინდება“, – წერს X-ზე ჯო უილსონი.
გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიაზე თავდასხმამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.
