საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა “აინშტაინის” განხორციელება იწყება. პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნების – ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის –კაბინეტებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას ემსახურება. “საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, სამინისტროს ინიციატივით, ამოქმედდა პროგრამა “აინშტაინი” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. პროგრამა “აინშტაინის” მიხედვით, ყველა საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.
პროგრამა ”აინშტაინის” პრეზენტაცია
-
13.11.2026
მედიის თავისუფლება და სხვა დოკუმენტები, რომელთაც არ შეუერთდა აზერბაიჯანი დუბლინში
-
13.11.2026
2025 წელს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა — აისახა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?
-
13.11.2026
ახალციხის მერმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე – catholic.ge
-
13.11.2026
მაღლაფერიძის ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ
-
13.11.2026
ფიქრიშვილების საქმე – პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
-
13.11.2026
ფაშინიანმა და ალიევმა ორი ქვეყნის ელექტროქსელების დაკავშირება განიხილეს
