კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას. კოალიციის ლიდერებს გადაჭრით არ უთქვამთ, აღიარებენ თუ არა არჩევნების შედეგებს.
„ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
„რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინების და უკანონი ინსტრუმენტებით მიღებული შედეგი და ვერ იქნება მოქალაქეთა ნების ამსახველი. ჩვენ გვავალდებულებს მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, ვიბრძოლოთ თითოეული ხმის დასაცავად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადასარჩენად გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან, დემოკრატიულ და მშვიდობიან საშუალებას“, – თქვა ლევან ცუცქირიძემ.
„გამოგვიცხადეს [ოცნების] სასურველი შედეგი, ეს არის შეურაცხმოფელი. [..] როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, მთელი ღამის განმავლობაში ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად. [..] დანარჩენს მერე გეტყვით“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
