ცესკოს მიერ უბნების 72%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.

„ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა დააგროვა თითქმის ყველა ოლქში, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და წალენჯიხისა.

მმართველი პარტიის მიერ დედაქალაქში მიღებული ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • მთაწმინდა — 41.512% (14696 ხმა)
  • ვაკე — 38.003% (28983 ხმა)
  • საბურთალო — 39.758% (38110 ხმა)
  • კრწანისი — 48.831% (11002 ხმა)
  • ისანი — 45.298% (28767 ხმა)
  • სამგორი — 44.924% (37004 ხმა)
  • ჩუღურეთი — 44.105% (17936 ხმა)
  • დიდუბე — 42.076% (17234 ხმა)
  • ნაძალადევი — 42.571% (33952 ხმა)
  • გლდანი — 40.46% (34547 ხმა)

საუკეთესო შედეგი „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა:

  • ახალქალაქში 88.933% (11749 ხმა)
  • ნინოწმინდა 89.771% (7802 ხმა)
  • საჩხერეში 84.375% (20941 ხმა)
  • ბოლნისში — 80.711% (18390 ხმა)
  • მარნეულში — 79.545% (19424 ხმა)
  • დმანისში — 76.434% (6824 ხმა)

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა იყო 58,94%. არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 060 412-მა ადამიანმა მიიღო.