„ვიზა ჩიტებისათვის“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია 20 გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევარი.

 

პროექტის იდეა ასეთია: თუკი ფრენა შეგიძლიათ, ჩიტივით თავისუფალი ხართ და ნებართვაც არ  გჭირდებათ  „დადგენილი“ საზღვრების გადასალახავად.

 

ელიარ ალიმირზოევი თანამედროვე  აზერბაიჯანული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგელია. მისი ნამუშევრები დაცულია აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კერძო გალერეებსა და კოლექციებში – აზერბაიჯანში, რუსეთში,  საფრანგეთში, ავსტრიაში, თურქეთში, დანიაში.         

  

 გამოფენის, „ვიზა ჩიტებისათვის“  პარტნიორია აზერბაიჯანული გალერეა, QGallery (ქგალერეა,ბაქო). გამოფენა თიბისი ბანკის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა  და კომპანია „დირსის“ მხარდაჭერით იმართება.

 

ექსპოზიციას  თიბისი არტ გალერეა  27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *