27 ივნისს გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე შეთანხმდნენ, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებით თანამდებობები ასე განაწილდა:

  • ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი –  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის.

ახლა ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის მიერ უნდა აირჩეს მისი წევრების უმრავლესობით. უმაღლესი წარმომადგენლის ოფიციალური დანიშვნა კი მოითხოვს ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტის თანხმობას.