ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი რუსული კანონის გამო გერმანიაში საქართველოს ელჩს  ლევან იზორიას შეხვდა.

ამის შესახებ მიხაელ როთი X-ზე წერს.

„მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი ლევან იზორია, დაგეგმილ „აგენტის კანონზე“ მესაუბრა. Მადლობა ამისთვის.

მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან + საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – წერს მიხაელ როთი.