28 ნოემბერს უკრაინაში რუსი გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი დაიღუპა. როგორც „მედუზა“ წერს, ამის შესახებ მოსკოვის უმაღლესმა სამხედრო სასწავლებელმა, „კრემლმა“ განაცხადა.
გავრცელებულ ინფორმაციაში სასწავლებელი მომხდარის დეტალებს არ ამჟღავნებს. თუმცა ტელეგრამ-არხ „ვჩკ-ოგპუ“-ს [საბჭოთა სპეცსამსახურების აბრევიატურები] თანახმად, ზავადსკი დაიღუპა ზურგში – აფეთქდა ნაღმზე, საბრძოლო მოქმედებებისგან დაშორებულ ტერიტორიაზე.
არსებული ცნობებით, ზავადსკი რუსეთის მე-14 საჯარისო კორპუსის მეთაურის მოადგილე იყო.
მედია აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს არის მე-12 უმაღლესი რანგის რუსი ოფიცრის დაღუპვის შემთხვევა.
ოფიციალურ მოსკოვს ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
