3 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან-ყარაბაღზე 19 სექტემბრის შეიარაღებული შეტევის შემდეგ, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 617 ადამიანი გადავიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ეთნიკური სომხების აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ინტეგრაციის შეთავაზების მიუხედავად, ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი სახლები დატოვა და სომხეთში დევნილის სტატუსით დარეგისტრირდა. ეთნიკური სომხების გზა ყარაბაღიდან სომხეთში ფოტოგრაფმა ნარეკ ალექსანიანმა ასახა:
სომხეთის ტერიტორიაზე შესული ყარაბაღელები პირველად რეგისტრაციას გადიან; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიყარაბაღიდან სომხეთამდე ადამიანები საკუთარი ან ახლობლების ავტომობილებით ჩავიდნენ, გზაში საცობის გამო, მანძილის გასავლელად, თითქმის 24 საათზე მეტი დაჭირდათ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიწითელი ჯვარი სომხეთში ყარაბაღიდან შემსვლელებს პირველად დახმარებას უწევს; ; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიყარაბაღელები სომხეთის საზღვარს კვეთენ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთისომხეთში დევნილად რეგისტრაციის რიგში. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიყარაბაღიდან სომხეთამდე ადამიანები საკუთარი ან ახლობლების ავტომობილებით ჩავიდნენ, გზაში საცობის გამო, მანძილის გასავლელად, თითქმის 24 საათზე მეტი დაჭირდათ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიყარაბაღიდან დევნილები სომხეთში რეგისტრაციის მოლოდინში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიმოლოდინში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთისაზღვარზე გაშლილ კარვებში ყარაბაღელებს ცხელი საკვები მიაწოდეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიყარაბაღიდან სომხეთში ხანგრძლივი გზა; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთივოლონტიორები; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთიპირველადი ჰუმანიტარული დახმარება ყარაბაღელებს სომხეთში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვითვე, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.