შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

დღეს დილიდან ეს სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეექვსე ცხედარია. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მანამდე ნაპოვნი 16-ვე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და მათი ამოცნობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ცხედრების ამოცნობას ართულებს ის, რომ ისინი დასახიჩრებულია. ამიტომ იმის დასადგენად თუ ვის ეკუთვნის ცხედარი, დნმ-ის ანალიზია საჭირო.

ბოლო ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან 7 იყო ამოცნობილი.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]