კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში რამდენიმე დღის წინ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია სამი პირი.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე, ავტოავარიის გამო წამოიწყო.
