კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების თანახმად, მან ყოფილ მეუღლეს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც თავადაც მიიღო მძიმე დამწვრობა.

გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა – 109 მუხლით მიმდინარეობდა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.