უკრაინის ქალაქ ირპენში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსმა სამხედროებმა რკინიგზის ლიანდაგებს ჭურვი ესროლეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა.

შედეგად, ირპენის მოსახლეობის ევაკუაცია სხვა მატარებლით უახლოესი შესაძლო წერტილიდან მიმდინარეობს.

„სასწრაფოდ ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ევაკუაციას ელოდა ირპენის რკინიგზის სადგურიდან, წავიდნენ ნოვოირპენსკაიას გზატკეცილზე (სოფელ რომანოვკას ხიდი), საიდანაც ავტობუსებით გადაიყვანენ კიევში“, – ნათქვამია მერის განცხადებაში.

UNIAN-ის ცნობით, რუსების ჭურვის დარტყმამ ირპენის მიმართულებით ლიანდაგი დააზიანა და საევაკუაციო მატარებელმა ორი ცარიელი ვაგონი დატოვა. .