უკრაინის ორ ქალაქში, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება. ამის შესახენ ინფორმაციას როგორც რუსული მედია, ასევე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნები კიევის დროით 09:00 საათზე(თბილისის დროით 11:00) გაიხსნება და „სიჩუმის რეჟიმი“ გამოცხადდება, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მოსახლეობამ ქალაქების დატოვება შეძლოს.

მათივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები უკრაინულ მხარესთანაა შეთანხმებული.

ფოტო: Reuters