თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს ციხე დატოვა, აცხადებს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.
„რას არ ვაპირებ, იმის თქმა შემიძლია. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე. გვერდით მიდგას ჩემი მიზანი და ჩემი შვილები. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა კიდევ, იმიტომ, რომ გამოფიტული ვარ, ძლივს ვდგავარ, გადაღლილი“, – განაცხადა ახალაიამ.
ამასთან, ახალაიამ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.
ერთი სიტყვით მინდა უბრალოდ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით, ცოტა მშურს.
„მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია, აი, 41 წლის ვარ და არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ჯერ არაფერი მიკეთებია, ქვეყნის სამსახურის მეტი. ვის, რა, როგორ ესმის, სხვა საკითხია“, – განაცხადა ახალაიამ.
ახალაიას თქმით, სირცხვილის გრძნობა აქვს იმის გამო, რომ ისეთი ქვეყნის მოქალაქე, სადაც ისეთი კაცი, როგორც მიხეილ სააკაშვილია, ციხეშია.
