მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი უკრაინის ომთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი.
„თითქმის ყველა რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში ჰყავს ან მეგობარი, თუნდაც ერთი, ან ნაცნობი, ან ნათესავი. და ახლა ჩვენ მათ ვესვრით. რა ხდება საერთოდ?! შეწყვიტეთ ეს სიგიჟე სასწრაფოდ. ყველა შესაძლო გზით“, – ამბობს ის.
„უნდათ, რომ უკანასკნელ საქონლებად გადაგვაქციონ“, – დასძენს მაკარევიჩი კომენტარებში.
ანდრეი მაკარევიჩი მანამდეც აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და პარალელს ავლებდა ნაცისტურ გერმანიასთან – „ჰიტლერიც ამბობდა 1941 წელს, რომ საბჭოთა ხალხის გადასარჩენად მიდიოდა“.
მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.ვრცლად:
რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]
