საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვისაც უკრაინაში ომის გამო სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სასტუმროების მფლობელები, უფასო საცხოვრებლებს სთავაზობენ.
უკრაინელებისთვის საცხოვრებლის შეთავაზების განცხადებებს მოქალაქეები აქვეყნებენ როგორც ფეისბუკის პირად გვერდებზე, ასევე Spend four seasons in Georgia-ში.










დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.
