ოზურგეთის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზაიშვილი სამართალდამცავებმა გუშინ, 10 იანვარს, დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის მოადგილედ დეკემბერში დაინიშნა, მანამდე ის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.