თელავის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი 26 დეკემბრის საღამოს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნაძვის ხის კონსტრუქციის ნაწილს გაუჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა ის უკვე ჩააქრეს.

მომხდარის მიზეზი დაუზუსტებელია.

თელავის მთავარი ნაძვის ხე მიმდინარე კვირაში, 24 დეკემბერს აანთეს.