გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 2795 ტესტი.

ამ ინფორმაციას მთავრობა აქვეყნებს.

ჩატარებული ტესტების ტიპები გასულ 24 საათში ასე ნაწილდება: 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა გეოგრაფიულად ასე ნაწილდება:

  • თბილისი-128 
  • აჭარა – 37
  •  იმერეთი – 71, 
  • ქვემო ქართლი – 33,
  •  შიდა ქართლი – 32,
  •  გურია – 9, 
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45,
  •  კახეთი – 29, 
  • მცხეთა-მთიანეთი – 24, 
  • სამცხე-ჯავახეთი – 8,
  •  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  საქართველოში  დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  229 169-ს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  2 603-ს. გასულ 24 საათში ვირსუსს  კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა. 

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საავადმყოფოებში განაწილება: 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 

თბილისი –   2 071, 

აჭარაში – 370, 

იმერეთში – 778. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.

 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230- თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.