კახეთში, სოფელ კაჭრეთში მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, პირველ იანვარს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი სოფლის შიდა გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძსა და ღობეს შეეჯახა. შეჯახებისას გარდაიცვალა იქ მყოფი ორი გოგო, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. კიდევ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
