საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.
მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53% უკვე გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 7 307-ს მიაღწია. ამჟამად მიმდინარე შემთხვევები, ენდელაძის თქმით, 7 073-ია.
მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ გუშინ 14 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება მძიმე პაციენტების რაოდენობას, მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული 70-მდე პაციენტია.
