აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკი” ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთში სულ კორონავირუსის 878 შემთხვევა არის დადასტურებული, რომელთაგანაც 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყვეს, 78 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და 13 საშუალო სიმძიმისაა.
