შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის მაქსიმალური ძალები, რომლებიც უწყების თქმით – „შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“.
გუსინ 8 აგვისტოს, ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. დღეს კი შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა.
„მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.
ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ – განაცხადა ბორცვაძემ.
გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში მკვლელობის შემდეგ დაპირისპირების დროს სახლი დაწვეს
